ინფორმაცია
ცხოვრებისთვის
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ ოქტომბერში ახალ პროექტს იწყებს,
რომელიც მის მომხმარებლებს ისტორიული სამხედრო საათების კოლექციის შეგროვების შესაძლებლობას მისცემს. თითოეული საათი ორიგინალის ზუსტი ანალოგია და პროექტის განმავლობაში შეზღუდული რაოდენობით ჟურნალ „არსენალთან“ ერთად სპეციალურ ფასად 15 ლარად გაიყიდება. საათების თითოეული მოდელი გამოირჩევა თავისი ისტორიითა და უნიკალურობით. პროექტის დაწყებიდან ყოველთვიურად ჟურნალ არსენალთან ერთად ახალი საათი გამოვა, რომლის შეძენაც პრესის გამავრცელებელ ჯიხურებსა და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში იქნება შესაძლებელი.
დასახელება: MARK X
მწარმოებელი: IWC საერთაშორის საათების კომპანია
ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი
მომხმარებლები: ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალები (RAF)
შექმნის თარიღი: 1960
წარმოებული რაოდენობა: უცნობია
Mark XI – „ბინძური თორმეტის“ მიერ წარმოებული სამხედრო საათის განახლებული ვერსიაა, რომელიც დღემდე გამოიყენება ბრიტანული ავიაციის მიერ. სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, თითოეული საათი გადიოდა 44 დღიან ტესტირებას, რის შემდეგაც დამატებითი ტესტირებისთვის გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიაში იგზავნებოდა. სწორედ გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია უზრუნველყოფდა საათების შემდგომ შეკეთებასაც. აღნიშნული ტესტირება 15 დღეს, რადიკალურად განსხვავებულ ტემპერატურაზე, წნევასა და მაგნიტურ ველში გრძელდებოდა. 1960 წლის შემდეგ Mark XI-ის კიდევ რამდენიმე განახლებული ვერსია გამოვიდა MARK XII, MARK XV – 1999 წელს და MARK XVII-2017 წელს. რაც შეეხება „ბინძური თორმეტის“ მიერ წარმოებულ საათებს მათი პოვნა დღეს თითქმის შეუძლებელია რადგან მათ მიერ შექმნილი 145 000 საათის დიდი ნაწილი 1970 წელს იქნა განადგურებული.
დასახელება: B-Uhr/Luftwaffe Aviator 1940
მწარმოებელი: Lange & Söhne, Wempe, Laco, Stowa
ქვეყნები: გერმანია
მომხმარებლები: გერმანიის საჰაერო ძალები
შექმნის თარიღი: 1939
წარმოებული რაოდენობა: 1200
გაყიდვაშია
მას შემდეგ რაც ადოლფ ჰიტლერმა 1935 წელს საჰაერო საბრძოლო ფლოტის ჩამოყალიბება დაიწყო, გერმანულმა საათის მწარმოებელმა კომპანიებმა ორ შვეიცარიულ პარტნიორ კომპანიასთან, მათ შორის საერთაშორისო საათების კომპანია IWC-ს თან ერთად (რომელიც როგორც გერმანიას ასევე მათ მოწინააღმდეგეებს ამარაგებდა სამხედრო საათებით) სამხედრო საათების წარმოება დაიწყეს. მათში კი ყველაზე გამორჩეული B-Uhren-ის საათები იყო, რომელიც გერმანიის Luftwaffe-სთვის (საჰაერო ძალების) შეიქმნა. თითოეული ნავიგატორი აფრენამდე იღებდა საათს და დაშვებისთანავე უკან აბრუნებდა. შესაბამისად საათები არა ნავიგატორების, არამედ საჰაერო ძალების საკუთრებას წარმოადგენდა. ნავიგატორებისთვის ისევე, როგორც ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების პილოტებისთვის ზუსტი დროის ცოდნა უმნიშვნელოვანესი იყო. სწორედ ამიტომ ყოველ საათს უმაღლესი ქრონომეტრული სტანდარტებით უტარდებოდა ტესტირება.
დასახელება: Komandirskie Tankist
მწარმოებელი: Vostok
ქვეყნები: საბჭოთა კავშირი
მომხმარებლები: საბჭოთა კავშირი
შექმნის თარიღი: 1965
წარმოებული რაოდენობა: 4.5 მილიონი/წლიურად
ვოსტოკმა, როგორც საათების მწარმოებელმა კომპანიამ ფუნქციონირება 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო. ომის მიმდინარეობისას კი აღნიშნულ ქარხანაში იარაღები ეწყობოდა. სწორედ ამან განაპირობა ვოსტოკის გადაწყვეტილებაც, ეწარმოებინათ სამხედრო საათები. ვოსტოკი 1962 წელს საბჭოთა კავშირის ჯარების მთავარი მიმწოდებელი გახდა და რამდენიმე სამხედრო საათი შექმნა, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ესენია ვოსტოკის ამფიბია და მეთაური (Kommandirskie). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საათები საკმაოდ დიდი რაოდენობით იწარმოებოდა დღეს მათი თავდაპირველი ვერსიის პოვნა ძალზედ რთულია...
დასახელება: COSD
მწარმოებელი: Longine
ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი
მომხმარებლები: ბრიტანელი პარაშუტისტები, კომბინირებული ოპერაციების შტაბი
შექმნის თარიღი: 1940
წარმოებული რაოდენობა: უცნობია
Longine COSD-ის გამოშვებას 2 მთავარი მიზანი ჰქონა: ბრიტანული არმია საჭიროებდა გამძლე და ამავდროულად იაფ საათებს, სწორედ ამიტომ ფრანგებისა და ინგლისელების თანამშრომლობით დაიწყო საათების წარმოება, რომელიც მხოლოდ მარტივ მიზნებს ემსახურებოდა. COSD-ის მთავარ მომხმარებელს ბრიტანეთის კომბინირებული ოპერაციების შტაბი წარმოადგენდა, რომელთა მიზანსაც გერმანელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება წარმოადგენა.
დასახელება: Fifty fathoms
მწარმოებელი: Blancpaln
ქვეყნები: გერმანია, აშშ, საფრანგეთი, პოლონეთი
მომხმარებლები: საზღვაო ძალები
შექმნის თარიღი: 1950
წარმოებული რაოდენობა: 4000
არსებობს უამრავი საათი რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის არმია მისიების შესრულების დროს იყენებდა, საათი რომლებიც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის დაკვეთით იყო შექმნილი თუმცა ასევე არსებობს საათები რომლებიც არა თუ რომელიმე ქვეყნისთვის არამედ კონკრეტული მიზნისთვის იყო შექმნილი. სწორედ ასეთი საათების რიცხვს მიეკუთნება Blancpaln-ის მიერ შექმნილი საათი “Fifty fathoms” რომლებიც 1950-60 იან წლებში რამდენიმე ქვეყნის გერმანია, აშშ, საფრანგეთისა და პოლონეთის საზღვაო ძალებში გამოიყენებოდა. საათის სახელი იმ დროისთვის ყვინთვის მაქსიმალური სიღმის მაჩვენებელია (91.44 მეტრი). “Fifty fathoms”-ისევე როგორც იმ დროს შექმნილი სამხედრო საათების უმეტესობა რადიაციულ ნივთიერებას შეიცავდა. მის უკანა მხარეს კი რადიაციულობის გამაფრთხილებელი ნიშანი იყო დატანილი, რადგან აღნიშნულ საათში რადიაციულობის დონე ბევრად მაღალი იყო ვიდრე სხვა საზღვაო საათებში. როგორც უკვე ვახსენეთ “Fifty Fathoms” 4 ქვეყნის საზღვაო ძალების მიერ გამოიყენებოდა და თითოეული მათგანისთვის 1000 ცალი შეიქმნა, თუმცა მისი პოვნა დღეს ძალიან რთულია ვინაიდან საათები მისიის შესრულებისთანავე ნადგურდებოდა და დღემდე მხოლოდ 20-30 ცალიღაა შემორჩენილი.
დასახელება: Marine Nationale
მწარმოებელი: Longines
ქვეყნები: შვეიცარია
მომხმარებლები: ფრანგი მყვინთავები
შექმნის თარიღი: 1939
წარმოებული რაოდენობა: უცნობია
Longline-ის მაჯის სამხედრო საათი ფრანგი მყვინთავების მიერ 1939 წლიდან გამოიყენებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებობს მისი ამერიკული ანალოგიც, (BU Ships UDT) რომელსაც ორიგინალისგან მხოლოდ ერთი წარწერა „FAB Suisse” განასხვავებს აღნიშნული წარწერის საათზე დატანა საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილების გამო მოხდა, ეს ტექსტი დღემდა უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საათი ფრანგი მყვინთავების მიერ გამოიყენებოდა.
დასახელება: G10
მწარმოებელი: CWC
ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი
მომხმარებლები: ბრიტანეთის სამხედრო ძალები
შექმნის თარიღი: 1980
წარმოებული რაოდენობა: უცნობია
CWC - ბრიტანეთის სამხედრო ძალების საათების ოფიციალური მწარმოებელია. სწორედ მათ შექმნეს G10, რომლითაც 1980 წლიდან 1999 წლამდე ბრიტანეთის სამეფო ძალების მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ. დღეს-დღეობით კი ისინი საათებს ექსკლუზიურად ბრიტანეთის სამეფო კარის სამხედრო ძალებისთვის ამზადებენ. მისი მიღება მხოლოდ ბრიტანეთის სამხედრო ძალებში გაწევრიანების შემთხვევაშია შესაძლებელი. G10 კი მათ მიერ წარმოებული საათებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალ მოთხოვნადი საათია, რომელიც გაერთიანებული სამეფოების თავდაცვის სამინისტრომ 1980 წელს როლექსის MilSub-ის მაგივრად შეისყიდა.
დასახელება: Kamikadze
მწარმოებელი: Seikosha
ქვეყნები: იაპონია
მომხმარებლები: იაპონიის საჰაერო ძალები
შექმნის თარიღი: 1940
წარმოებული რაოდენობა: უცნობია
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე იაპონიის საჰაერო ძალების ნაწილი ცნობილი იყო, როგორც „კამიკაძეები“- მათ ერთადერთი გამოსავალი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების შესაჩერებლად თვითმფრინავების საბრძოლო ხომელდებზე დაჯახება და მათი აფეთქება იყო. სწორედ ამიტომ საბრძოლო ხომალდების ჩასაძირად კამიკაძეები მამაცურად სწირავდნენ თავს. ამ დროს მათ ხელზე SEIKOSHA KAMIKADZE-ს საათები ეკეთათ, რომელსაც სახელი სწორედ მათ საპატივცემულოდ დაერქვა. Seikosha Kamikadze-ს საათების პოვნა დღეს ძალიან რთულია. ამის ორი მიზეზი არსებობს ისინი ძალიან მცირე რაოდენობით იქნა გამოშვებული და ამასთან ერთად თვითფრინავის გემთან შეტაკებისას კამიკაძეები საათის გადარჩენას ნამდვილად არ ფიქრობდნენ. თუმცა რამდენიმე სამუზეუმო ექსპონატი დღემდეა შემორჩენილი და მათი ფასი 20 000$-ს აჭარბებს
დასახელება: Egiziano
მწარმოებელი: Panerai
ქვეყნები: იტალია
მომხმარებლები: ეგვიპტის საზღვაო ოფიცრები
შექმნის თარიღი: 1950
წარმოებული რაოდენობა: 50
1950 წელს იტალიელებმა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების საზღვაო ოფიცრების წვრთნები დაიწყეს. თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს გადაეცა Panerai-ს ფირმის საათები რომლებიც ყოველი ქვეყნისთვის განსხვავებული იყო. სწორედ მათ შორის მოხვდა Panerai Egiziano, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით (50 ცალი) ექსკლუზიურად ეგვიპტის საზღვაო ოფიცრებისთვის გამოიცა. ის ცნობილი იყო, როგორც „გაუნადგურებელი საათი“. 2002 წელს Egiziano ეგვიპტის დაკვეთით კიდევ ერთხელ იქნა გამოცემული ჯამში 500 ცალი ის 1950 წელს გამოსულის ზუსტი ანალოგია და მისი ფასი 29 995$ შეადგენს.
დასახელება: Pronto
მწარმოებელი: Pronto
ქვეყნები: შვეიცარია
მომხმარებლები: ბრაზილია
შექმნის თარიღი: 1965
წარმოებული რაოდენობა: 50
მას შემდეგ რაც ბრაზილიამ 1965 წელს სამხედრო ძალები მოიკრიბა აშშს საზღვაო ძალებთან ერთად დომინიკელთა რესპუბლიკაში სპეცოპერაცია მოეწყო, რომელის მიზანიც მარქსისტელი აჯანყებულების გაუნებელყოფა იყო, აღნიშნული სპეცოპერაცია წარმატებით თუმცა ამავდროულად დიდი მსხვერპლით დასრულდა. დაიღუპა 44 ამერიკელი და დაშავდა 6 ბრაზილიელი სამხედრო. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სამხედროებს. რომლებმაც სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გადაეცათ Pronto-ს მაჯის წყალგამძლე, ოქროს საათები რომლებიც დღეს საკოლექციო მოდელებად ითვლება.