კურსკი იმდენად მცირე სიღრმეზე ჩაიძირა, რომ მისი დანახვა ზედაპირიდანაც კი იყო შესაძლებელი, ამ ფაქტის მიუხედავად, სამხედრო -საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ
კურსკის აღმოსაჩენად 30 საათზე მეტი დასჭირდათ.
 ნატოს 11-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთს დახმარება შესთავაზა, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა დასავლეთის თანამონაწილეობა საჭიროდ არ ჩათვალა. გაჩნდა ეჭვი, რომ კრემლმა დახმარების მიღება განგებ გააჭიანურა, ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ ბრიტანეთიდან რუსეთში დასახმარებლად გაფრენილი სატვირთო თვითმფრინავი, რომელსაც თანამედროვე სამაშველო ნავი "კურსკის" ჩაძირვის ადგილამდე უნდა მიეტანა, რუსეთმა თავის საჰაერო სივრცეში არ შეუშვა. პილოტი იძულებული გახდა, თვითმფრინავი იქ დაესვა, საიდანაც ჩაძირულ წყალქვეშა გემამდე მისასვლელად სამაშველო ნავს 7 დღე დასჭირდებოდა. ტრაგედიიდან 5 დღის შემდეგ, მეზღვაურების ამოყვანა კვლავ ვერ მოხერხდა, თუმცა ამან ქვეყნის პირველი პირის სიჯიუტე მაინც ვერ გატეხა. ვლადიმერ პუტინმა თავისი საზაფხულო რეზიდენციიდან ჟურნალისტებს ლაკონიურად უპასუხა,- „ სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა ჩრდილოეთის ფლოტს აქვს ყველა შესაძლებლობა და მატერიალური სახსრები იმისთვის, რომ სამაშველო ოპერაცია უცხოური დახმარების გარეშე განახორციელოს.
I
ვერსიები ისტორია
საეჭვო ფაქტები კურსკის კატასტროფა
 "კურსკის" ჩაძირვის ვერსიები
კურსკის ჩაძირვის ოფიციალურ ვერსიაში, დღემდე უამრავი კითხვის ნიშანი რჩება
განაგრძეთ კითხვა
Loading...
ნორვეგიელი მყვინთავები
მეზღავურების ოჯახის წევრებისა და მედიის ზეწოლის შედეგად, რუსეთის ხელისუფლება, როგორც იქნა, დასავლური ქვეყნების დახმარებას დასთანხმდა.

მეზღავურების ოჯახის წევრებისა და მედიის ზეწოლის შედეგად, რუსეთის ხელისუფლება, დასავლური ქვეყნების დახმარებას, როგორც იქნა, დასთანხმდა, თუმცა კვლავაც საეჭვო მიზეზით კონსპირაციულობის ყველა ზომა მიიღო - დანიშნულების ადგილზე მისულ უცხოელ მაშველებსა და მყვინთავებს, რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა, პირველ რიგში, ტელეფონები ჩამოართვეს და აგრძნობინეს, რომ მათ აკონტროლებდნენ. ამის შემდეგ, ბრიტანელი და ნორვეგიელი მყვინთავები წყალქვეშა გემის მხოლოდ იმ ნაწილთან მიიყვანეს, სადაც მეზღვაურებს შეიძლებოდა, თავი შეეფარებინათ და ამგვარად “კურსკის“ იმ ნაწილის ნახვის საშუალება არ მისცეს, სადაც აფეთქება მოხდა.

 

 

გამოცხადებული უნდობლობის მიუხედავად, უცხოელმა მაშველებმა დაკისრებულ მოვალეობას ძალიან სწარაფად გაართვეს თავი. ბრიტანელმა მყვინთავებმა ლუქი, საიდანაც მეზღვაურების ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, 25 წუთში გახსნეს და ეს ყველაფერი რუსი მაშველების მტკიცების მიუხედავად მოახერხეს, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში, საზოგადოებასა და, ალბათ, საკუთარ თავსაც არწმუნებდნენ, რომ ცუდი ამინდის, დაზიანებებისა და იმის გამო, რომ „კურსკი“ მოუხერხებელი კუთხით იყო დამჯდარი გრუნტზე, იქიდან ეკიპაჟის წევრების გამოყვანა შეუძლებელი იყო. სამწუხაროდ, როდესაც უცხოელმა მაშველებმა ლუქი გახსნეს, წყალქვეშა გემის ეკიპაჟის არც ერთი წევრი უკვე ცოცხალი აღარ იყო.

კრეისერი " პიოტერ ველიკი"
სამხედრო მეთაურებმა „კურსკის“ ეკიპაჟის SOS სიგნალი უგულებელყვეს დაღუპული ეკიპაჟის ოჯახის წევრების ინტერესების დამცველი იძულებული გახდა რუსეთიდან გაქცეულიყო და პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ში მიეღო
რუსეთის ხელისუფლებამ ეკიპაჟის გადარჩენილი 23 წევრის ევაკუირება არა მხოლოდ გააჭიანურა, არამედ მათი გადარჩენის ფაქტიც კი უგულებელყო. კრეისერ „პიოტრ ველიკიზე“ არსებულმა ჰიდროლოკატორებმა, „კურსკზე“ მომხდარი აფეთქების ხმა დააფიქსირეს. გემის მეთაურმა, პირველი რანგის კაპიტანმა, ვლადიმირ კაცატონოვმა, ძლიერი აფეთქების ხმის დაფიქსირების შესახებ ანგარიში მიიღო თუმცა ყურადღება არ მიაქცია და სამაშველო ოპერაციაში ჩართვის ნაცვლად, შემთხვევის ადგილს გაეცალა. „პიოტრ ველიკის“ მეთაურებმა არა მხოლოდ აფეთქების ხმა, არამედ შემდეგ უკვე გადარჩენილი მეზღვაურების მიერ გაგზავნილი SOS სიგნალიც უგულებელყვეს. რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ თავის სტატიაში „სიგნალები, რომლის გაგებაც არ სურდათ“ წერს, რომ კურსკის საქმის მასალებში დართულია ექსპერტიზის პასუხები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ეს ნამდვილად იყო SOS-ის სიგნალი. სიგნალი „პიოტრ ველიკის მთელს ეკიპაჟს ანუ 600 ადამიანზე მეტს ესმოდა. აქედან გამომდინარე, ტრაგედიიდან პირველსავე დღეებში სპეციალისტებმა და ფლოტის მეთაურებმა, ისევე როგორც ქვეყნის ხელმძღვანელებმა იცოდნენ, რომ კურსკზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ეკიპაჟის წევრთა ნაწილი ცოცხალი გადარჩა. უკანასკნელად ეს ხმები 14 აგვისტოს საღამოს დააფიქსირეს. ამის მიუხედავად, სამხედრო და სახელმწიმო მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება ეთქვათ, რომ ეკიპაჟის ყველა, 118-ვე წევრი აფეთქების შედეგად დაიღუპა. „ნოვაია გაზეტასთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტებმა ექსპერტიზის შემდეგ, მეზღვაურთა გარდაცვალების ზუსტი დრო ვერ დააგინეს და დასკვნაში გამოძიებისთვის ხელსაყრელი ციფრი - 8 საათი მიუთითეს. თუმცა „კურსკის“ ეკიპაჟის აფეთქებას გადარჩენილი წევრების გარდაცვალების დრო სავსებით შესაძლებელი იყო SOS-ის სიგნალის ხანგრძლივობის მიხედვით დაედგინათ, რომელიც უკანასკნელად 14 აგვისტოს გაისმა, ანუ გაცილებით უფრო დიდი ხნის შემდეგ, ვიდრე გამოძიებისთვის ხელსაყრელი 8 საათია. ფლოტის ინსტრუქციების მიხედვით, 60 საათი სრულიად საკმარისი დროა სრულფასოვანი სამძებრო -სამაშველო სამუშაოების ჩატასატარებლად. და თუ მსგავსი სამუშაოები არ ჩატარდა, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს- დამნაშავეებს კანონის სრული ძალით უნდა ეგოთ პასუხი მეზღვაურების განგებ არ გადარჩენის გამო. ის რომ, მეზღვაურები ნამდვილად გადარჩნენ წერილითაც დასტურდება. 2000 წლის ოქტომბერში წყალქვეშა გემის მეცხრე განყოფილებიდან, რომელსაც გადარჩენილმა მეზღვაურებმა შეაფარეს თავი 12 ცხედარი ამოიყვანეს. 2 ცხედარზე წერილები აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მათანი კაპიტანმა დიმიტრი კოლესნიკოვმა დაწერა, მისი შინაარსი უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. მეზღვაურები, რომლებიც დახმარებას რამდენიმე დღე ელოდნენ, ზღვის ფსკერზე დატოვეს და სასიკვდილოდ გაწირეს.
 როდესაც ათეულობით ფაქტი გამოაშკარავდა, რომელიც სამხედროს-საზღვაო ფლოტის, ჩრდილოეთის ფლოტისა და იმ დივიზიის მეთაურების გულგრილობასა და დაუდევრობაზე მეტყველებდა, რომელშიც „კურსკი“ მსახურობდა, დაზღვევის სახით ყალბი ექსპერტიზის პასუხების აუცილებლობა დადგა და მსგავსი ორი ექსპერტიზა გაჩნდა კიდეც. ერთ-ერთი მათგანი თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ვიქტორ კოლკუტინმა ჩაატარა, მეორე კი რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მთავარმა შტურმანმა - სერგეი კოზლოვმა. კოლკუტინი თავის ექსპერტიზაში მივიდა დასკვნამდე, რომ მეზღვაურები ძალიან სწრაფად, აფეთქებიდან 8 საათში დაიღუპნენ, ეს დასკვნა საკუთარ თავში გულისხმობდა მსჯელობას, რომ მეზღვაურთა გარდაცვალების მიზეზი მეთაურების გულგრილობა და პროცესის გაჭიანურება არ გამხდარა. მეორე ექსპერტიზა კიდევ უფრო ცინიკური იყო- რომელიც ამბობდა, რომ SOS-ის სიგნალი „კურსკის“ გადარჩენილი მეზღვაურებისგან არ მოდიოდა, არამედ გამოძიებისთვის დაუდგენელი პირები უშვებდნენ. აღნიშნულმა ექსპერტიზებმა შესაძლებელი გახადა, რომ „კურსკის“ საქმეზე ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულიყო. დადგენილება ეკიპაჟის წევრების ახლობლებმა და მათი ინტერესების დამცველმა ბორის კუზნეცოვმა გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ. ჯერი სტრასბურგის სასამართლოზე მიდგა - ოჯახის წევრებმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს. სტრასბურგის სასამართლოში საქმის გაგზავნის შემდეგ, ხელისუფლებამ ზეწოლა ყველა მიმართულებით განახორციელა. მიზანში ამოიღეს მედია, ოჯახის წევრები და მათი უფლებათდამცველიც კი. როდესაც „ნოვაია გაზეტამ“ აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნა, მის წინნაღმდეგ სარჩელი მთავარამა სამხედრო პროკურორმა, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა და თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა კოლკუტინმა შეიტანეს. „ნოვაია გაზეტას“ წინააღმდეგ მიღებული ზომები არ იკმარეს, კაპიტან კოლესნიკოვის მამა გამოიძახეს და ხელისუფლებისა და სამხედრო მეთაურების წინნაღმდეგ სარჩელის შეტანაზე უარი მისი წინააღმდეგობის მიუხედავად ათქმევინეს. ჯერი ადვოკატზე მიდგა, რომელიც საბოლოოდ იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო და პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოეთხოვა. ბორის კუზნეცოვი „კურსკთან“ დაკავშირებული ფაქტების გაყალბებისა და დაუდევრობის საკითზე პირად გამოძიებას ატარებდა, რის გამოც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყურადღების ცენტრში მოექცა. მის წინააღმდეგ საქმის შეკერვას არც ისე ბევრი დრო დასჭირდა. ბრალად სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება დასდეს. იმისთვის, რომ შეკერილ ბრალდებას კრიტიკულად მოაზროვნეები ‘კურსკამდე“ არ მიეყვანა, საქმე სულ სხვა შემთხვევას დაუკავშირეს. შედეგს მალევე მიაღწიეს - კუზნეცოვი იძულებული გახდა, არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ საადვოკატო საქმიანობაც მიეტოვებინა. „კურსკის“ საქმესთან დაკავშირებით მისი პირადი არქივი კი საეჭვო გარემოებაში დაიწვა. ადვოკატის გარეშე დარჩენილმა ახლობლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ რუსეთში ვერც ერთმა ადვოკატმა ვერ გაბედა კურსკის საქმისთვის ხელი მოეკიდებინა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამართლის პოვნაში დახმარებოდა. მათ ვერა, თუმცა „ნოვაია გაზეტამ“ თავისი სამართალი სტრასბურგში მაინც იპოვა -ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ხელისუფლებამ სიტყვის თავისუფლება დაარღვია, ეცადა რა სარჩელების გზით გამოცემისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა.