თავდასხმა „კურსკზე“
ფრანგმა რეჟისორმა ჟან მიშელ კარემ თავის ფილმში, რომელიც საზოგადოებას 2005 წლის 7 იანვარს წარუდგინა, ამტკიცებს, რომ კურსკის მიმართულებით ტორსპედო ამერიკულმა წყალქვეშა გემმა „მემფისმა“ გაუშვა.
I
ისტორია
საეჭვო ფაქტები კურსკის კატასტროფა ვერსიები
 ისტორია
ექსკლუზიური ინტერვიუ მეზღვაურის დედასთან
განაგრძეთ კითხვა

 

კითხვის ნიშნებს აჩენს არა მხოლოდ ის საკითხი თუ რატომ ვერ მოხდა „კურსკის“ ეკიპაჟის გადარჩენილი წევრების დროულად ევაკუირება, არამდ ისიც თუ საერთოდ რამ გამოიწვია აფეთქება წყალქვეშა სამხედრო გემზე.

უკანასკნელ წლებში კატასტროფის 10-მდე ვერსია გავრცელდა, ერთ-ერთი მათანი კი კურსკზე სადაზვერვო წყალქვეშა გემის თავდასხმის შესაძლებობასაც განიხილავს.

ადმირალებისა და ოფიციალური პირების მთელი რიგი ირწმუნებოდა, რომ „კურსკს“ ტორპედო ამერიკულმა წყალქვეშა გემმა ესროლა. ოფიციალურმა გამოძიებამ ამ ვერსიას მხარი არ დაუჭირა. ფრანგმა რეჟისორმა ჟან მიშელ კარემ თავის ფილმში, რომელიც საზოგადოებას 2005 წლის 7 იანვარს წარუდგინა, ამტკიცებს, რომ „კურსკის“ მიმართულებით ტორპედო ამერიკულმა წყალქვეშა გემმა „მემფისმა“ გაუშვა. მისი ვერსიის თანახმად, „კურსკი“ შკვალის ტიპის ახალი ტორპედოს საცდელ გასროლას ახორციელებდა, ამ პროცესს კი თვალს ორი ამერიკული წყალქვეშა გემი „მემფისი“ და „ტოლედო“ ინფორმაციის მოგროვების მიზნით ადევნებდა.

„ტოლედო“ რუსულ წყალქვეშა გემს იმდენად სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა, რომ ერთ მომენტში, „კურსკს“ შეეჯახა კიდეც. იმისთვის, რომ „ტოლედოს“ მისამართით კურსკის გასროლისთვის ხელი შეეშალა, „მემფისმა“ დაასწრო და რუსული წყალქვეშა გემის მიმართულებით Mk-48 ტიპის ტორპედო გაუშვა. ფილმის რეჟისორი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „კურსკის“ კატასტროფის ნამდვილი მიზეზი განზრახ დამალა, რათა ამერიკასთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება, უფრო ცუდი სცენარის მიხედვით კი - მასთან საომარი სიტუაცია, თავიდან აერიდებინა. კატასტროფის ნამდვილი მიზეზის დამალვა მათი თვითმხილველების გაჩუმებას მოითხოვდა, ამის საუკეთესო თუმცა ყველაზე სასტიკი გზა, მეზღვაურების ჩაძირულ „კურსკზე“ დატოვება და სასიკვდილოდ გამეტება იყო.  ფრანგი რეჟისორი მიიჩნევს, რომ პუტინმა მეზღვაურები სისტემას შესწირა.

 

„კურსკის“ ჩაძირვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რადარებმა მურმანსკის სანაპიროსთან ამერიკული წყალქვეშა ხომალდის, „SNN 691 მემფისის“ კვალი აღმოაჩინეს. რუსეთში ჟურნალისტური გამოძიება ეტაპობრივად დაიწყო. ნორვეგიის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელიც იტყობინებოდა, რომ „მემფისი“ ნორვეგიულ ქალაქ, ბერგენის პორტში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ სარემონტო მიზნით. ჯაჭვის ყველაზე საეჭვო და ბუნდოვანი რგოლი კი განმარტების გარეშე დარჩა: როდის ან რა მიზნით შევიდა „მემფისი“ ბარენცის ზღვაში? „რია ნოვოსტიში“ აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, სააგენტოს რუსეთში ნორვეგიის საელჩოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ულე ჰოპესტადი დაუკავშირდა და განუმარტა, რომ ოფიციალური განცხადების რუსულ ენაზე თარგმნისას დაშვებული შეცდომების (? - რედ.) გამო, საელჩოს მეშვეობით არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა და რომ „მემფისი“ ბერგენის პორტში 18 აგვისტოს, ტრაგედიიდან 6 დღის შემდეგ, საკვების მარაგის შესავსებად შევიდა. აღნიშნული ვოიაჟი კი ამერიკულ მხარესთან ჯერ კიდევ ორი თვით ადრე იყო დაგეგმილი და შეთანხმებული.

 

 

სიმართლის გამოსააშკარავებლად, რუსმა სამხედრო ექსპერტებმა ფარულად იმ სატელიტური ფოტოების შესწავლა დაიწყეს, რომელიც „კურსკის“ ჩაძირვის მიდამოებში იქნა გადაღებული. „მემფისი“, რომელიც ე.წ. „ლოს ანჯელესის კლასის“ წყალქვეშა ხომალდთა ჯგუფს მიეკუთვნება, ტრაგედიიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, წყლის ზედაპირზე გამოჩნდა და ძალიან ნელა, დაახლოებით 8-9 კვანძის (16-17 კმ/სთ) სიჩქარით, ნორვეგიის სანაპიროს  ბერგენის მიმართულებით გაუყვა. „მემფისი“ „პიოტრ ველიკის“ რადარმაც დააფიქსირა.

Loading...

საინტერესო და ამოუცნობი აქ კიდევ ერთი დეტალია: ფოტოების გაანალიზების შემდეგ, დადგინდა რომ, 19 აგვისტოს ლოს-ანჯელესის კლასის ხომალდი, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც „მემფისი“, ბერგენთან ახლოს, ჰააკოსნვერნის პორტში, „ოსლოს კლასის“ წყალქვეშა ნავთან ერთად შევიდა. ხომალდს აღმოაჩნდა საკმაოდ დიდი დაზიანება წინა ნაწილში, რომელიც სატელიტებმა ოპტიკურ-ელექტრონული ფირის მეშვეობით დააფიქსირეს. გემის შეკეთებას 8 დღე დასჭირდა. 27 აგვისტოს მან პორტი დატოვა და ბრიტანეთისკენ აიღო გეზი. მოგვიანებით კი სარემონტო სამუშაოები საუთჰემპტონში დაასრულა.

 

ფოტო: ჩეჩნეთი, გროზნო
თვითმკვლელი ტერორისტი
ეკიპაჟის დაღესტნელი წევრი , მამედ გაჯიევი

საიტი „კავკაზ-ცენტრი“ კატასტროფის პირველ დღეებში ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წყალქვეშა გემზე აფეთქება დაღესტნელი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იყო გამოწვეული. ამ ვერსიის თანახმად, ეჭვს იწვევდა ზღვაში გასვლის მომენტისთვის, ეკიპაჟთან მიმაგრებული, ქარხანა „Дагдизель“-ის სპეციალისტი, მამედ გაჯიევი, რომელიც სწორედ დაღესტნიდან იყო და აფეთქების მომენტისთვის გემის პირველ განყოფილებაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მან თვითონ გამოთქვა სურვილი, ჩეჩნებსა და დაღესტნელებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთ-რუსეთის მეორე ომი აქტიურ ფაზაში 1999 წლის აგვისტოდან 2000 წლის მაისის ჩათვლით იყო, თუმცა მას შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა გაგრძელდა. საინტერესოა, რომ გამოძიებამ გაჯიევის უდანაშაულობა დაამტკიცა და საიტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროპაგანდის მცდელობა უწოდა.

„კურსკს“ შესაძლოა, მის მიერვე გაშვებული ტორპედო მოხვდა
სასწავლო რაკეტის გაშვებისას, დაუდგენელ ობიექტზე ასხლეტის შედეგად, ის კვლავ „კურსკს“ დაუბრუნდა

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ტექნიკურ ექსპერტს, იური ანტიპოვს, ეკუთვნის. ამ ვერსიის მიხედვით, „კურსკს“ შესაძლოა, მის მიერვე გაშვებული სასწავლო წყალქვეშა ტორპედო- „შკვალი“, მოხვდა. იური ანტიპოვის თქმით, სასწავლო რაკეტის გაშვების შემდეგ, დაუდგენელ ობიექტზე ასხლეტის შედეგად, კვლავ „კურსკს“ დაუბრუნდა. რუსული წყალქვეშა გემის კაპიტანმა დაუყოვნებლივ გასცა წყალში უფრო ღრმად ჩასვლის ბრძანება, რათა ტორპედოს დარტყმისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ „კურსკმა“ სიღრმეში ჩასვლა და ტორპედოს ტრაექტორიიდან გასვლა ვერ მოასწრო. სასწავლო ტორპედოს დაჯახებამ სხვა ტორპედოების დეტონაცია გამოიწვია.

მეორე მსოფლო ომის დროინდელი
ნაღმი

 

ვიცე-პრემიერმა ილია კლებანოვმა გამოთქვა კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით, „კურსკი“ შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გემსაწინააღმდეგო ნაღმს შეჯახებოდა. რამაც ასევე, სავარაუდოდ, გამოიწვია გემის ბორტზე არსებული ტორპედოების აფეთქება.

 

 

წყალქვეშა ობიექტთან შეჯახება
ტორპედო შეიძლება, გემის კორპუსთან ძლიერ მექანიკურ დაერტყმას გაეჭედა

სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი წევრი, პირველი რანგის კაპიტანი მიხეილ ვოლჟენსკი, მიიჩნევდა, რომ აპარატში ტორპედო შეიძლება, გემის კორპუსთან ძლიერ მექანიკურ დაერტყმას გაეჭედა. ის ყველაზე რეალურად, „კურსკის“ სხვა წყალქვეშა გემთან შეჯახების ვერსიას მიიჩნევდა. მისი ვარაუდით, მსგავს შეჯახებას შესაძლოა, ტორპედოს აპარატის მნიშვნელოვანი დეფორმაცია გამოეწვია, რაც დაზიანებული ტორპედოდან საწვავის გაჟონვა გამოიწვევდა, ეს კი სწრაფად აალებისა და აფეთქების მიზეზი გახდებოდა.

რაკეტა შესაძლოა „პიოტრ ველიკიდან“ იყო გაშვებული
„კურსკის“ კატასტროფა П-700 ტიპის რაკეტის შემთხვევითმა შეჯახებამ გამოიწვია

2000 წლის 8 სექტემბერს გაზეთ Berliner Zeitung-ში დაიბეჭდა სტატია კიდევ ერთი ვერსიით, რომლის თანახმადაც, „კურსკის“ კატასტროფა П-700 ტიპის რაკეტის შემთხვევითმა შეჯახებამ გამოიწვია, რომელიც ატომური სარაკეტო კრეისერ „პიოტრ ველიკიდან“ იყო გაშვებული.

რაკეტა წყლაქვეშა გემის კორპუსს მაშინ შეეჯახა, როდესაც „კურსკი“ ტორპედოსთან დაკავშირებული პრობლოემის გამო, ზედაპირზე ამოდიოდა. ხანძარის გამო, სხვა ტორპედოების დეტონაცია მოხდა, რამაც გემის კორპუსზე აფთქებების სერია გამოიწვია.