„კურსკის“ ტრაგედიის, მისი ჩაძირვის დეტალების, ვერსიებისა და კონსპირაციული თეორიების პარალელურად, ყველაზე საინტერესო ადამიანური ისტორიებია. იმ ადამიანების განცდები და ემოციები, რომელთა შვილებიც ბარენცის ზღვის ტყვეობაში აღმოჩნდნენ. იმ ადამიანების გრძნობები, ვინც ხელისუფლების წარმომადგენელთა ურცხვ თვალებს შეჰყურებდნენ და ისმენდნენ მრავალ მიზეზს, რის გამოც ორ აფეთქებას გადარჩენილი მათი შვილებისა და ქმრების წყლის ზედაპირზე ამოყვანას ვერ ახერხებდნენ. ერთ-ერთი ასეთი იმედგაცრუებითა და ტკივილით სავსე დედა ნადეჟდა ტილიკი იყო. ის „კურსკთან“ დაკავშირებული ისტორიის ყველაზე დასამახსოვრებელი გმირი, ოჯახის წევრების ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე, თავისი მწვავე რეაქციით გახდა. რეაქცია იმდენად მწვავე იყო, რომ შეხვედრაზე გაკეთებული ვიდეო ჩანაწერიდან ეს კადრები დაუყოვნებლივ ამოჭრეს და ყველა საინფორმაციო გამოშვებიდან ამოიღეს. რუსეთის ხელისუფლება მსგავს კრიტიკას მიჩვეული არ არის არც ახლა და მით უმეტეს მაშინ. ნადეჟდა ტილიკი კი ხელისუფლებასა და სამხედრო მეთაურებს არათუ აკრიტიკრებდა, არამედ უმოქმედობაში ადანაშაულებდა და მათგან სამხედრო ეპოლეტების მოხსნას მოითხოვდა. შეხვედრაზე ნადეჟდა სიტყვით ვერა, თუმცა დამამშვიდებლის ზემოქმედებით გააჩუმეს. სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ყვირილის ტონში მიმდინარეობდა, ნადეჟდასთან მოულოდნელად ქალი მივიდა, მას ნემსი გაუკეთა და გაუჩინრდა, ერთ წამში ნადეჟდა მის გარშემო მყოფ სამხედროებს გულწასული ხელებში ჩაუვარდა. ეს ერთადერთი შეხვედრა არ იყო, რომელზეც ის კრიტიკითა და ხელისუფლების მისამართით ბრალდებებით სავსე გამოსვლებით გამოირჩეოდა. თუმცა შეხვედრიდან 19 წლის შემდეგ, მისი რიტორიკა რადიკალურად შეიცვალა - უმოქმედობაში დადანაშაულება ხელისუფლებისადმი მადლიერებით ჩანაცვლდა. როგორც თვითონ ამბობს, 2000 წელს, როდესაც დანაკარგით მიყენებული ჭრილობა ახალი იყო,  ფიქრობდა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი არ გააკეთა მათი შვილების გადარჩენისთვის, თუმცა წლების განმავლობაში, ამ ისტორიის გაანალიზებამ იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ის სინამდვილეში მადლობის ღირსია.

Loading...

 შეხვედრაზე ნადეჟდა სიტყვით ვერა, თუმცა დამამშვიდებლის ზემოქმედებით გააჩუმეს. სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ყვირილის ტონში მიმდინარეობდა, ნადეჟდასთან მოულოდნელად ქალი მივიდა, მას ნემსი გაუკეთა და გაუჩინრდა

ექსკლუზიური ინტერვიუ ნადეჟდა ტილიკთან
ნადეჟდა ტილიკმა, რომელიც ამჟამად, ქალაქ ანაპაში ცხოვრობს ექსკლუზიური ინტერვიუ მოგვცა და ჩვენ მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა.

პროექტზე მუშაობდნენ:

სალომე აბულაშვილი  , ლევან ტაბატაძე

 

ambebi.ge

ისტორია
„კურსკის“ ტრაგედიის, მისი ჩაძირვის დეტალების, ვერსიებისა და კონსპირაციული თეორიების პარალელურად, ყველაზე საინტერესო ადამიანური ისტორიებია
I
ისტორია
საეჭვო ფაქტები კურსკის კატასტროფა ვერსიები