09:40 AM
12.08.2000
ატომური წყლაქვეშა სარაკეტო კრეისერი K-141 ("კურსკი") 30 ხომალდთან ერთად, ბარენცის ზღვაში,რუსეთის ფედერაციის ჩრდიოლოეთ ფლოტის საზღვაო-სამხედრო წვრთნაში იღებს მონაწილეობას.
გეგმის მიხედვით სასწავლო გასროლისთვის მზადება 9:40 წუთზე უნდა დაიწყოს.
11:40-დან 13:40-ის ჩათვლით კი ავიამზიდი გემების ჯგუფზე
სასწავლო თავდასხმა უნდა განახორციელოს
11:28 AM
12.08.2000
მოსამზადებელი ვარჯიშის ეგიდით, „კურსკმა“ რუსეთის „ჩრდილოეთის ფლოტის“ სამხედრო გემს,
„პიოტრ ველიკის“, 2 საცდელი ტორპედო BA-111 ("შკვალი") უნდა ესროლოს.
20 მ
30 მ
40 მ
50 მ
60 მ
70 მ
80 მ
100 მ
12.08.2000
„კურსკის“ მშენებლობაზე მუშაობა 1990 წელს, ქალაქ სევეროდვინსკში, დაიწყო და ის 1994 წლის დეკემბერში დასრულდა. ე.წ. „ოსკარ 2“-ის კლასის ხომალდს, რომლის სიგრძე 154 მეტრს აღწევდა,
იმთავითვე მიენიჭა ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი და მძლავრი საიერიშო წყალქვეშა ნავის სტატუსი. მოგვიანებით „კურსკი“ რუსეთის „ჩრდილოეთის ფლოტს“ შეუერთდა და 1999 წელს
პირველი წარმატებული ოპერაციაც განახორციელა
აფეთქების შემდეგ, წყალქვეშა გემზე მაღალი საბრძოლო მზადყოფნაც ცხადდება, თუმცა ამის მიუხედავად, გემი წყლიდან ამოსასვლელად არანაირ ზომებს არ იღებს. ზედაპირზე არ ამოდის არც საავარიო ნავი. პირიქით, ძრავი ირთვება და "კურსკი" ზღვაში უფრო ღრმად ჩასვლას იწყებს. ორ ატომურ რეაქტორს, რომელიც ზუსტად იმავე ტიპისაა, როგორიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, მეზღვაურები აჩერებენ და ამგვარად კაცობრიობას კიდევ ერთი მასშტაბური კატასტროფისგან იხსნიან.
ეკიპაჟის 118-დან 23 წევრი აფეთქებას გადაურჩა და თავი წყალქვეშა გემის უკანა ნაწილში შეაფარა.
რეაქტორების საავარიო გამორთვიდან ცოტა ხნის შემდეგ, ენერგიის საავარიო წყაროც გამოირთო. შედეგად, წყალქვეშა ნავში ტემპერატურის ვარდნა დაიწყო.